ახალი ამბები

ყვარელში 25 წლამდე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 30 წლამდე მამაკაცი ყვარელში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 წლამდე მამაკაცს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.