აზერბაიჯანის ელჩი კახეთის რეგიონს 200 სასურსათო პაკეტს გადასცემს
აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი კახეთის რეგიონს 200 სასურსათო პაკეტს გადასცემს.
როგორც knews-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პაკეტებს სამხარეო ადმინისტრაცია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე – შშმ პირებზე, მრავალშვილიან და შეჭირვებული ოჯახებზე გაანაწილებს.
სასურსათო კალათები სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დღეს, 14 საათზე ჩამოვა.