ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიაყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავის არეში და სხეულზე აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.