კორონავირუსზე ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს ინფორმაციით, კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან.
მინისტრის თქმით, ისინი მზად არიან ამ ჯგუფების ტესტირება ხვალიდან დაიწყოს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება.
რეალურად მზად ვართ, რომ ტესტირება ხვალიდან დავიწყოთ, თუმცა გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.