თელავში მოხალისეები მიუსაფარ ძაღლებს უვლიან
თელავში 3 მოხალისე, ლაშა მახათელაშვილი,თიკო მოლარიშვილი და თამო ფარესიშვილი მიუსაფარ ძაღლებს კვებავს და შესაბამის მკურნალობას უტარებს.
ისინი ამბობენ, რომ საკმარისი ფინანსური სახსრების შემთხვევაში გეგმავენ მიუსაფარ ძაღლებს კასტრაცია ჩაუტარონ.
„გამოკვების გარდა, ვამუშავებთ ჭიაზე და თუ რაიმე პირველადი დახმარება ჭირდებათ ყველანაირად ვცდილობთ დახმარებას. თუ გვექნება პირობები, დიდი სურვილი მაქვს ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაციაც ჩავუტაროთ, რათა რამდენიმე წელიწადში ეს პრობლემა სრულად მოგვარდეს, გაიმეტონ გარკვეული თანხა ან საკვები. მხოლოდ ჩვენ, 3 ადამიანი, ვერ შევძლებთ ყველა ცხოველის გამოკვებას.
მარტო ჩვენ 3 ადამიანის პრობლემას არ წარმოადგენს მიუსაფარი ძაღლები, ეს მთელი ქალაქის პრობლემაა.
ეს იყო ცხოვრების წესი. მივხვდით, რომ მასშტაბი უნდა გაგვეზარდა და ხალხის დახმარებით უფრო მეტი გაეკეთებინათ. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ფინანსური რესურსი”, – განუცხადა knews.ge-ს ერთ-ერთმა მოხალისემ ლაშა მახათელაშვილმა.
მოხალისეებს საქართველოს ბანკში ანგარიში აქვთ გახსნილი: GE40BG0000000612422200.
ისინი აცხადებენ, რომ თუ საკმარისი თანხა შეგროვდება, უპატრონო ძაღლებს მთელი კახეთის მასშტაბით მოუვლიან.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე