კახეთში 30 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში საკარანტინე სივრციდან და ცხელების ცენტრებიდან აღებული 30 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, 27 აპრილის მონაცემებით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,27 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან, ასევე მედპერსონალის 7 ნიმუში. ჯამურად 30 ნიმუში. ყველა ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
კახეთში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია. დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 მოქალაქე. ექიმების მეთვალყურეობა მოეხსნა 2 მოქალაქეს.
კარანტინის სივრცეებში კი 11 ლოკაციაზე იმყოფება 594 მოქალაქე.