სოფელ გულგულაში, მდინარე ალაზანში 80 წლის მამაკაცს ეძებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში 80 წლის ალექსი ოხანაშვილს ეძებენ. გაუჩინარებული პირის სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს.
მამაკაცის ოჯახის წევრის, ნინო ოხანაშვილის ინფორმაციით, მოხუცი თანასოფლელთან ერთად, მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
,,მდინარის ნაპირზე ტანსაცმელი ვიპოვეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხუცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა. სხვა ვერსია არ გვაქვს”,- განაცხადა ნინო ოხანაშვილმა.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ოჯახსა და ახლობლებს მასთან ერთად მყოფმა პირმა შეატყობინა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე, მობილიზებულია როგორც კახეთის რეგიონის სახანძრო – სამაშველო სამსახური, ასევე თბილისის სწარფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით.
დაკარგული მამაკაცის მოსაძებნად წყლის ზედაპირის და ფსკერის დათვალიერება ამ დრომდე მიმდინარეობს.