ახალი ამბები

კახეთში მედპერსონალის მასიური ტესტირება დაიწყო

კახეთის რეგიონში მომუშავე მედპერსონალის მასიური ტესტირება დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი გრაფიკი უკვე შედგენილია.
მისივე თქმით, 27 აპრილის მონაცემებით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია მედპერსონალის 7 ნიმუში, საიდანაც ყველა უარყოფითია.
,,ყველამ ვიცით, რომ ამ ვირუსის ყველაზე ცუდი მახასიათებელი უსიმპტომო მიმდინარეობაა, რაც შესაძლოა სხვა პირისათვის საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ დავიწყეთ მედპერსონალის ტესტირება.
ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ბუნებრივია, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ დაავადების თავიდან ასაცილებლად”, განაცხადა ხიზანიშვილმა.