თელავის აგრარული ბაზარი დააჯარიმეს
თელავის აგრაგრული ბაზარი, რომელიც დღეს დილით გაიხსნა, კვლავ დაიკეტა.
როგორც knews-ს ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა განუცხადა, მოქალაქეები არ იცავდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის კვლავ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
“ზოგ ადამიანს პირბადე ჰქონდა ჩამოწეული, ზოგგან საპონი არ იდო და ამიტომ ბაზარი დაიკეტა, მე კი 3000 ლარით დამაჯარიმეს,” – განაცხადა მერაბ თურქოშვილმა.
knews-ის ინფორმაციით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიც.
მარიამ ოქრიცვარიძე