კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია.
26 აპრილის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის ფილიალის უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ცხელების ცენტრებიდან 5 პირის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი, საიდანაც არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
,,კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 26 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ლაბორატორიაში 5 ნიმუში ცხელების ცენტრებიდან და ყველა მათგანის ტესტირების შედეგი უარყოფითია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ამისი თქმით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. 11 საკარანტინო სივრცეში კი იმყოფება 571 მოქალაქე.