როგორ უნდა მიიღონ თვითდასაქმებულებმა 300 ლარიანი დახმარება
გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულები და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და დახმარება გასცეს.
“დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უდასტურდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ დახმარება გავცეთ ”, — თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში დასაქმებულების იდენტიფიცირებას სოციალური დახმარების სააგენტო სპეციალური პროტოკოლის მიხედვით მოახდენს.