ახალი ამბები

თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება

თელავის აგრარულ ბაზარში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ბაზრის გახსნა 27 აპრილს იგეგმება.

“დაგვრჩა რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც ორშაბათამდე მოწესრიგდება, სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს და დიდი ალბათობით ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება”, – განუცხადა knews.ge-ს ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა.

ცნობისთვის, თელავის აგრარული ბაზარი 5 აპრილს დაიხურა. ბაზარში ოთხმოცზე მეტი მოვაჭრე და ათობით მცირე მაღაზია მუშაობდა.

ბაზარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და არამხოლოდ თელავის, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე