კახეთში კორონავირუსი 30 პაციენტს არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 პაციენტის ანალიზიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშები 22 აპრილს საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აიღეს.
,,კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე, სპეციალისტების მეთვალყურეობა კი მოეხსნა 4 მოქალაქეს.
10 საკარანტინე სივრცეში კი 535 მოქალაქე რჩება.