თელავში 5 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, COVID19 ლაბორატორიულად არ დაუდასტურდა.
როგორც knews-ს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ზოგიერთ პაციენტს დღეს გაწერენ, ზოგი კი სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას.
ამ ეტაპზე კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.