ახალი ამბები

რა დროს არის შესაძლებელი გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით დღის მანძილზე

დღეიდან 27 აპრილამდე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, უკვე შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

როგორც Knews-ს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განუცხადეს, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

მომავალი 5 დღის განმავლობაში, მეურნეებს, სავარგულების მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ დილის 6:00-8:00 საათამდე პერიოდში (იგულისხმება სავარგულებში წასვლა) და ასევე, საღამოს 18:00-19:00-მდე პერიოდში (იგულისხმება სახლში დაბრუნება).

,,ასეთ შემთხვევაში საშვი არ არის საჭირო, მაგრამ მხოლოდ აღნიშნულ საათებში და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ავტომანქანების მარშრუტის შემოწმება კი, შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. რეგულაცია არ ითვალისწინებს სხვა ტიპის საჭიროებისას გადადგილებას”. 

 

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი).

 

განსხვავებული შემთხვევების არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ცხელ ხაზებზე:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 5998017

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595361235

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 0353220004;  599852200

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 574179623;  597926016

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 599857955

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 577001343

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 551103999

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: 595534633