კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია
კახეთის რეგიონში არსებული ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 პირის ანალიზიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, 21 აპრილის მონაცემებით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფისქირებულა.
,,კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება. 21 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 30 ნიმუში საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე, კარანტინში 10 ლოკაციაზე კი იმყოფება 609 მოქალაქე.