კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ცენტრის უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის ცხელების ცენტრებიდან ყოველდღიურად ხდება ანალიზების ლუგარის ლაბორატორიაშუ გაგზავნა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 23 მოქალაქე, კარანტინში კი 10 ლოკაციაზე 603 მოქალაქე.