ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთში ჩამოსული ყველა ადამიანი აღვრიცხეთ

კახეთის რეგიონში აღვრიცხეთ ყველა ვინც, ამ პერიოდში, სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოვიდა. დაზუსტებული სია 2 დღეში გვექნება, –  ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების სია დაკონტაქტები შესაბამისი სამსახურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა რათა ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდეს მყისერი რეაგირება.

,,იმ შემთხვევაში თუ ვინმეს აღმოაჩნდება ვირუსი, მათი უკვე დადგენილი კონტაქტები დახმარებას გაგვიწევს. ამ პირის კონტაქტების წრეც უკვე განსაზღვრული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს სწრაფად მოხდეს გარკვეული ღონისძიებების გატარება შესაბამისმა სამსახურების მიერ.

გარდა ამისა, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვამდე, კახეთის შემოსასვლელ ორ გზაზე მუშაობდა და მუშაობს საკონტროლო პუნქტები, რომლის დახმარებითაც სრულად კონტროლდებოდა გზა და ხორციელდებოდა თერმოსკრინინგი. ყოველდღიურად დაახლოებით 18 000 პირი გადიოდა თერმოსკრინინგს, ახლა მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირები გადიან ამ პროცესს, რომლებიც გზაზე მოძრაობენ. ეს გახლავთ პრევენციის ერთ-ერთი საშუალება და მოქალაქეებისთვის ერთგვარი მინიშნება, რომ გამოჩინონ სიფრთხილე”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.