ახალი ამბები

კახეთში 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში ე.წ ცხელების ცენტრებიდან საეჭვო სიმპტომების მქონე პირების ანალიზის შედეგები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში იქნა გაგზავნილი, კორონავირუსზე უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის ცხელების ცენტრებიდან ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ საეჭვო პაციენტების სიმპტომებს და ლუგარის ლაბორატორიაში აგზავნიან.

,,ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ პაციენტების ანალიზებს. საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გაგრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 20 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 24 ნიმუში და ყველა უარყოფითია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.