ახალი ამბები

მიუსაფარი ძაღლები კეთილი ადამიანების იმედად

,,ჩემი მთავარი მოტივაციაა დავეხმარო ცხოველებს, რომლებსაც გამოკვება სჭირდება” – განუცხადა Knews-ს თაზო ბაღათრიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თაზო ბაღათრიშვილი მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაზე ზრუნავს.

მართალია, ქუჩაში მცხოვრები ძაღლები საკვების გარეშე მას შემდეგ დარჩენენ, რაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დაიკეტა რესტორნები, ბაზრები და ბაზრობები, თუმცა იგი ძაღლებს პატრონობას არასდროს აკლებდა.

,,მიწევს რეგიონის მასშტაბით გადაადგილება და სადაც მხვდებიან უპატრონო ცხოველები, შეძლებისდაგვარად ვაპურებ. უმეტეს შემთხვევაში ki, გომბორის გზაზე მიწევს სიარული სამსახურიდან გამომდინარე”. 

თაზო ბაღათრიშვილი საკუთარი სახსრებით ეხმარება უპატრონო ცხოველებს.

,,თუ იქნება მსურველი რომ ამ კეთილი საქმის კეთებაში დამეხმაროს, ძალიან კარგი იქნება. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ყოველთვის სჭირდება დახმარება და თანადგომა. მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ”. 

მისი თქმით, სოციალურ ქსელში ჯგუფის, “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარიამ ცერცვაძემ, 2 ტომარა საკვები გადასცა და ის კვლავ გეგმავს მსგავსი დახმარებას გაწევას.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე