კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 27 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია
კახეთის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 27 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათ საეჭვო სიმპტომები და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ანალიზების გაგზავნის პროცესი გაგრძელდება.
მისი თქმითვე, კახეთში თვითიზოლაციაში რჩება 15 მოქალაქე.
კარანტინში 10 ლოკაციაზე კი იმყოფება 631 მოქალაქე.