კახეთში 7 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ, რის გამოც მათთვის შესაბამისი ანალიზების აღება გადაწყვიტეს.
ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, 10 ლოკაციაზე კარანტინში 651 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კუ რჩება 15 მოქალაქე.