ახალი ამბები

ალავერდის საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩატარდება

ალავერდის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღამისთევის მსახურებას მიტროპოლიტი დავითი აღავლენს. 

ეპარქიაში არსებული ტაძრებიდან ღამისთევის მსახურება მხოლოდ ალვერდის ტაძარში ჩატარდება. როგორც მეუფე დავითმა განაცხადა, დანარჩენ ეკლესიაში წირვა დილის 7 საათზე დაიწყება .

“ღამისთევა იქნება ალავერდის ტაძარში. მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს მოსვლას, სახლში დარჩება და მეორე დილით 7 საათზე მივა ტაძრებში. აქ ღამისთევა თორმეტისნახევარზე დაიწყება, მრევლი თვითონ გადაწყვეტს როგორ მოვიდეს, დაიცავენ კანონს და აღასრულებენ თავის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს”, – განაცხადა მეუფე დავითმა.