საკოორდინაციო საბჭო მკაცრი იზოლაციის საკითხზე მსჯელობს
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის მასშტაბით მკაცრი იზოლაციის საკითხზე მსჯელობს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყოველთაო კარანტინის პირობებში მოქალაქეებს მხოლოდ მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა.
ერთ-ერთი სამუშაო ვერსიით, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ 5 დანიშნულებით შეეძლებათ და ამისთვის, კონკრეტული სმს შეტყობინების გაგზავნა დასჭირდება. ამასთან, თითოეულ დანიშნულებას დროის კონკრეტული პერიოდი აქვს განსაზღვრული.
გადაადგილების მიზანი:
სურსათის შესაძენად გამოყოფილია 2 საათი;
აფთიაქში წასასვლელად 1 საათი;
ფულის ჩარიცხვის მიზნით 30 წუთი;
გასეირნების მიზნით სახლიდან გასვლა მხოლოდ 20 წუთით იქნება შესაძლებელი;
ცხოველის გასეირნების მიზნითაც 20 წუთი იქნება გამოყოფილი;
შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთიერთი სამუშაო ვერსია, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს.