რატომ მიყვარს ევროპა – ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის
კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან და მის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მრავალი წელია აღნიშნავს ევროპის კვირეულს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროპული ინტეგრაციის შესახებ და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა.
წელსაც არ ვარღვევთ ტრადიციას და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ვთავაზობთ ესეების კონკურსს თემაზე: – რატომ მიყვარს ევროპა?!
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოქმედი „ევროპული კლუბების“ მოსწავლეებს. ასვე ახალციხის, გორის, გურჯაანის და თელავის სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეებს.
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას. (შრიფტი Sylfaen 12. სტრიქონებს შორის დაშორება, 1.15)
შესაძლებელია ავტორის მიერ ესეს ილუსტრირება
ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ქალაქი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია
ესეების გადაგზავნის ბოლო დღეა 30 აპრილი, 2020.
ესეების გამოგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ ელ. ფოსტაზე Europeday2020@gmail.com
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება
კომისია შეარჩევს არაუმეტეს 30 ესეს, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით. გამარჯვებული ესეები გამოქვეყნდება ონლაინ პუბლიკაციაში.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ავტორებს გადაეცემათ ლეპტოპები.
გამარჯვებული ავტორები გამოვლინდებიან ევროპის დღეს, 2020 წლის 9 მაისს.
კონკურსის პარტნიორები არიან: კონრად ადენაუერის ფონდი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). CTC – Center for Training and Consultancy Tbilisi