ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება.

მერიაში განმარტავენ, რომ გამონაკლისის სახით, სასაფლაოს გახსნა მოხდება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით.

,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების პარალელურად, თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება.

მერია მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლიდან”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.