ახალი ამბები

ახალი აპლიკაციით STOP COVID სარგებლობა უკვე შესაძლებელია

ჯადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, დღეიდან ამოქმედდა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე https://stopcov.ge/

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და იმ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშნველონლად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე იმ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშნველოვანი არის კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისა და დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონოდათ, ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო და ასევე ესარგებალთ ამ აპლიკაციის დადებითი შედეგებით”, – განაცხადა მინისტრმა.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან – https://bit.ly/3bkYphX

iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ – https://apple.co/2V92MXw