ახალი ამბები

კახეთიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის საკარანტინო ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

მისი თქმით, კახეთის ცხელების ცენტრები აქტიურად მუშაობს და  ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.

,,გუშინ გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია. საეჭვო სიმპტომების პაციეტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება და დღეს ლუგარის ცენტრში 15-მდე ნიმუში კიდევ გაიგზავნება, რომლის პასუხიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ ეტაპზე კახეთში თვითიზოლაციაში 16 პირია, ცხრა კარანტინის სივრცეში კი 435 მოქალაქე რჩება.