ახალი ამბები

სოფელ მირზაანში პირბადეების დამზადება დაიწყეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.
პროექტს NPRD – ის პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში ,,LAGI-დედოფლისწყარო“ აფინანსებს.
სამკერვალო 5000 პირბადესდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემს. უწყება კი, უსასყიდლოდ დაურიგებს სამედიცინო პერსონალს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
იღუმენია ნინოს განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, დღიურად, 500 მდე პირბადის დამზადება ხდება სახელოსნოში. მონასტრის წვერების გარდა პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლია ჩართული.
მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულეს.