ლაგოდეხში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა სოფო სარალიძემ knews-ს განუცხადა, რომ აქცია ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით ჩატარდა.
,,ლაგოდეხში ჩამოსული იყო სისხლის ბანკი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სართულზე გამოვყავით რამდენიმე ოთახი, სადაც ხდებოდა სისხლის ჩაბარება. უსაფრთხოების არცერთი სტანდარტი არ დარღვეულა, ყველა აღჭურვილი იყო პირბადით, ხელთათმანით, ტარდებოდა დეზიმფექცია, ხდებოდა ტემპერატურის კონტროლი და სხვა აუცილებელი პროცედურები”.
სისხლი უანგაროდ ჩააბარეს როგორც თვითმმართველი ორგანოს პირველმა პირებმა და თანამშრომლებმა, ასევე მოხალისეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. აქციას შეუერთდნენ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი და კახეთის გუბერნატორი.
აქციის მიზანი კი, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსებაა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე