ახალი ამბები

თელავში საცხოვრებელი ბინების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სადარბაზოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

“თელავის ცენტრალურ ქუჩებში უკვე ჩატარდა მორეცხვითი სამუშაოები, ხოლო სპეციალური ხსნარებით ინტენსიურ რეჟიმში მუშავდება ტროტუარები”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე