ახალი ამბები

ქალაქ წნორში ონლაინ აგროსკოლამ მუშაობა დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ონლაინ აგროსკოლამ მუშაობა დღეიდან დაიწყო, სადაც 30 ახალგაზრდა დაიწყებს სწავლას.

მეწარმე ნიკა ბაგალიშვილი განმარტავს, რომ სკოლაში ახალგაზრდები ბიო პროდუქტის წარმოებას დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან.

,,სწავლის მსურველი ბევრი იყო და აქედან შევარჩიეთ 30 მოსწავლე. ახალგაზრდები ონლაინ ისწავლიან 6 ბიო პროდუქტის – ბროკოლის, პამიდორის, კარტოფილის, კიტრის, ლობიოს და სალათის ფურცელის მოყვანას”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.
დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება.