ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მცხოვრები მეყვავილე მიშა პაპას ისტორია

თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტებს ყიდიდა, პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა.

მისი თქმით, ტიტების გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრისთვის მედიკამენტისა და საკვების თანხა შეეგროვებინა.

„9 ტიტა გავყიდე, 6 ლარი გამომივიდა და 3000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, წამლის საყიდელი ფული არ მაქვს მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, – ამბობს მეყვავილე მიშა ყარაულაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გარევაჭრობა აკრძალულია.

,,ამ სიტუაციაში გარევაჭრობა აკრძალულია. მამაკაცი წესების დრღვევის გამო დაჯარიმდა. ვინც კანონს არღვევს, ბუნებრივია ჯარიმდება”,- განაცხადეს სამინისტროში.

მოხუცის დასახმარებლად ახალგაზრდა აქტივისტმა ანა ინგოროყვამ სოციალური ქსელის დახმარებით საკუთარი ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ამ დროისთვის, მოქალაქეებმა 5 ათას ლარამდე თანხა შეუგროვეს.

,,გამომდინარე იქიდან, რომ მის საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას და შეუწყვიტონ სოციალური დახმარება, გადავწყვიტე შევუგროვო თანხა და პირადად გადავცე. რამდენიმე საათში შევძელით ჩემს ანგარიშზე 951 ლარის შეგროვება მიშა ბაბუს დასახმარებლად. ასევე ამ წამოწყებაში ჩართული იყო თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების ფეისბუქჯგუფიც იყო ჩართული. გარდა ამისა, კამპანიაში ჩაერთო მოძრაობა დავეხმაროთ მოხუცებს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თანხას აგროვებს და მოხუცებს პირველადი საჭიროების ნივთებით ეხმარება. ჯამში შეგროვებული თანხა 5 000 ლარამდე გამოვიდა”, – წერს სოციალურ ქსელში ანა ინგოროყვა.

ანა ინგოროყვას თქმით, რომ იურისტები მიშა ყარაულაშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას გაასაჩივრებენ.

 

ვიდეო მოგვაწოდა გიგი გიგელაშვილმა

,,ახალი ლიდერების ინიციატივა”