პოლონეთის მხარემ სიღნაღის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებები გადასცა
“კოვიდ 19” – ის წინააღმდეგ, პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად სოლიდარობის ფონდმა PL სიღნაღის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები, მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები და შესაწამლი აპარატები გადასცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული აღჭურვილობა სხვადასხვა სამსახურზე გადანაწილდება.
,,აღჭურვილობა შესაბამის სამსახურებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გადაეცემათ. სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო. მადლობას ვუხდით სოლიდარობის ფონდს და პოლონეთის მთავრობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის”,- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.