კახეთიდან ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 12 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
კახეთის საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ აღებული აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი თორმეტივე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 15-მდე ადამიანის სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.
ხიზანიშვილი განმარტავს, რომ ტესტების აღება ძირითადად საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებისგან იგეგმება.
საკარანტინო სივრცეებსში კახეთში ამ ეტაპზე 8 ლოკაციაზე 394 მოქალაქე იმყოფება