ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ძმისშვილი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოკლული მამაკაცის ძმისშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით ბიძა მოკლა.