ლაგოდეხში მამაკაცი მოკლეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმისშვილმა მარტოხელა ბიძა მოკლა.
ადგილობროვების თქმით, მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა, რა დროსაც სტუმრად მყოფმა ძმისშვილმა ბიძას თავში ნაჯახი ჩაარტყა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, დაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.