უბედურ შემთხვევას ახმეტაში მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში.
წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
მეზობლები ამბობენ, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი თოფით ფრინველების დახოცვას ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.