კახეთში კორონავირუსის თემამ იუმორის სახე მიიღო – ფოტოები
კახეთის რეგიონში კორონავირუსის თემის განხილვამ იუმორის სახე მიიღო.
სოციალურ ქსელში საზოგადოება კორონავირუსის თემაზე აქტიურად მსჯელობს. ზოგიერთმა მათგანმა საკითხს იუმორით შეხედა. სოციალურ ქსელში გამოჩნდა იუმორისტული ფრაზები და ფოტოები, რომელიც კორონავირუსის და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხება.
,,ჯვარი აქაურობას და ქიზიყში ქელეხები გავაუქმეთ, ახლა იმას ვამუღამებთ სასახლე ორმა კაცმა როგორ წავიღოთ. მეოთხე არ შეიძლება და მესამე შიგნით წევს”,– წერენ სოციალურ ქსელში კახეთში მცხოვრებლები მთავრობის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო კარანტინსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე.
იუმორით შეხვდნენ კკომენდანტის საათის დროს პატრულის მიერ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ახალგაზრდების 3000 ლარებით დაჯარიმების ფაქტს. ახალგაზრდა მაშინ მეგობრებთან ერთად გოგონას ხელის სათხოვნელად მივიდა, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან დააჯარიმეს.
,,ახალგაზრდამ თქვა აკრძალვებია და ქორწილის გადახდას გადავურჩებიო, მაგრამ ამ ჯარიმით ქორწილიც უკვე გადაიხადა და თაფლობის თვეც ჰქონდა’‘,- წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.
“კარანტინი კახეთში”, – ასე დაარქვეს ახალგაზრდებმა გადაღებულ მცირე ვიდეოს, სადაც ნაწყვეტს, ფილმიდან “სიყვარული ყველას უნდა” ასრულებენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.
კახეთში, ასევე, იუმორით შეხვდნენ მძღოლები ტრანსპორტში 2 პირზე მეტი ადამიანის ჩასმის აკრძალვასაც, რაც 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
კახელებს არც თელავი – გურჯაანის ამბავი დავიწყებიათ. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო, სადაც ერეკლე მეფე და ჯარისკაცის მამა გვერდიგევრდ დგანან კორონავირუსის დასამარცხებლად.
გთავაზობთ კორონავირუსის თემაზე რამდენიმე იუმორისტულ ფოტოს, რომლის ავტორიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდაა.