ახალი ამბები

კახეთში საკარანტინო სივრცეების რაოდენობა 8-მდე შემცირდა

კახეთში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინში 394 მოქალაქე იმყოფება.

საკარანტინო სივრცეების რაოდენობა 11-დან 8-მდე შემცირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ საკარანტინო ზონიდან ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსზე 60-ზე მეტი ანალიზის სინჯი აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში COVID19 არ დადასტურდა.

როგორც knews-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ანალიზებს საკარანტინო ზონიდან დღესაც აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ამ ეტაპზე კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და COVID19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.