კახეთში 7 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონში, საგარეჯოს და ლაგოდეხის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 პირის ანალიზუს შედეგები უარყოფითია.
მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 7 პირიდან 5-ის ანალიზი ცხელების ცენტრებიდან, 2 კი საკარანტინე ზონაში მყოფი მოქალაქეებიდან აიღეს.
,, აღნიშნულ პირებს აღენიშნებოდათ საეჭვო სიმპტომები და სიცხე. მათი ანალიზების პასუხი უარყოფითია. კახეთში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსი არ დაფიასირებულა. ცხელების ცენტრებიდან დღეს იგეგმება სხვა პირების ანალიზების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

