ახალი ამბები

წნორში მოქმედი საკონდიტრო მარტოხელა მოხუცებს დაბადების დღეზე საჩუქრად ტორტებს გაუგზავნის

წნორში მოქმედი საკონდიტრო,, ტკბილი სახლი” მარტოხელა ხანდაზმულებს, მათ, ვისაც აპრილ-მაისში დაბადების დღე აქვს, საჩუქრად ტორტებს გაუგზავნის.

ამის შესახებ ცოდნის კაფეს დამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი ფეისბუქზე წერს.

“წარმოგიდგენიათ?! ცხოვრობ მარტო, შენთვის უცნობი თანაქალაქელი დაბადების დღეზე გიგზავნის ტორტს და წლების მერე, ისევ შეგიძლია ჩააქრო სანთლები და ისევ ჩაიფიქრო სურვილები.

ახლა მწერს საკონდიტროს მეპატრონე ეკა სპანდერაშვილი, რომ ისეთ ნამცხვრებსაც დავაცხობთ და გაგატანთ ხანდაზმულებთან, რომ დილაობით ჩაისთან ერთად შეჭამონო” — წერს ნანა ბაგალიშვილი.