ბერლინიდან ჩამოსული 30 მოქალაქე კახეთის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს
ბერლინი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოსული 30 მოქალაქე კახეთის საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის არიან ორსული ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთს არ აღენიშნება საეჭვო სიმპტომები.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის კახეთში 11 საკარანტინე სივრცეში 444 პაციენტი რჩება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს საეჭვი სიმპტომები გამოუვლინდება, მათი ცხელების ცენტრებში გადაყვანა ხდება, სადაც მათი ბიოლოგიური ანალიზის აღება ხდება, რომელიც კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება.
ნელი ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.