თელავში, ,,ინტურისტის” ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება
თელავში სასტუმრო ,,ინტურისტის” ნაცვლად ხუთვარსკვლავიანი ტიპის სასტუმრო აშენდება.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მშენებლობა სავარაუდოდ 2020 წელს დაიწყება, პროექტის განმახორციელებელი კი სამშენებლო კომპანია m2-ია
,,წელს კახეთის რეგიონში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ინვესტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი ძირითადად ტურიზმის მიმართულებით გეგმავენ ინვესტირებას.
კონკრეტულად კი თელავში, სასტუმრო „ინტურისტის“ ნაცვლად, აშენდება ხუთვარკვლავიანი ტიპის სასტუმრო, მშენებლობის განმახორციელებელი არის m2. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შემდგომში ეს სასტუმრო-კომპლექსი რომელიმე საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი ბრენდების მართვაში გადავიდეს”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური

