ახალი ამბები

თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლმა უკანა სავარძლები პოლიეთილენის ფარდით გადატიხრა

თელავის მუნიციპალიტეტში, ტაქსის რამდენიმე მძღოლმა უკანა სავარძლები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პოლიეთილენის ფარდით გადატიხრა.

მათი თქმით, ისინი მგზავრებისგან იზოლირებული სივრცის შექმნას ცდილობენ.  ისინი, Knews-სთან ამბობენ, რომ ეს მათთვის ყველაზე იაფი და მარტივი გზაა.

ისინი, მოუწოდებენ სხვა მძღოლებსაც, დაიცვან იზოლაციის წესები რათა მგზავრობა იყოს უსაფრთხო როგორც მათთვის, ასევე მგზავრისთვის.

ტაქსის კომპანია სთხოვს მოსახლეობას, რომ ვისაც აქვს საშუალება დაეხმარონ სადეზინფექციო ხსნარით.

თელავის ტაქსი – 231414-ის ოთხ მძღოლის მიერ მოფიქრებული უსაფრთხო მგზავრობის წესები ჯერჯერობით მათ სხვა კოლეგებს არ გაუზიარებიათ.

ნახეთ knews-ის რეპორტაჟი.

ავტორები:

მარიამ ოქროცვარიძე

თორნიკე ხალხელაური