მადლობა ქართველ ექიმებს თავდადებისთვის – მკითხველის წერილი
knews-ის ერთ-ერთი მკითხველი ქართველი ექიმებს მადლობას უხდის. სოფო სულხანიშვილი რედაქციას მედიკოსების მინართ მადლობის წერილს უგზავნის.
COVID-19 – სიტყვა, რომელმაც გააერთიანა და გაათანაბრა მსოფლიო. მისგან გამოწვეულმა ზეწოლამ ყველა კრიზისი და გლობალური პრობლემა გადაფარა. მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლა სწორედ ეს ვირუსი და მისი მასშტაბურობაა.
მისი გავრცელების გარდაუვლობამ დაასნებოვნა სრულიად პლანეტა და უაზროდ გააქრო უამრავი ადამიანის სიცოცხლე. პანდემიურმა სიტუაციამ ყველა ქვეყანას დაავიწყა თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და უმთავრესი კორონა ვირუსთან ბროლა გახდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნების დაახლოებით 30%-ს არ აქვს COVID-19-ითვის მზაობის გეგმა. ამ ფაქტის გათვალისწინებით საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას. მისი პრევენციისა და კონტროლისათვის ყველა ზომას დროულად იღებს.
დღეს, ჯანდაცვის სისტემა ერთადერთი იმედია, რომელსა შეიძლება თამამად დაეყრდნოს ჩვენი ქვეყნის თითუეული მოქალაქე. რადაგან მისი „კეთილი ელჩები“ – ექიმები დღედაღამ ჩვენი კეთილდღეობის სადარაჯოზე დგანან. ისინი თნამედროვე გმირები არიან. მათზე დგას დღეს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. დააფასეთ ისინი!
მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ანულია ტატიაშვილი ამ ცენტრის ერთ-ერთი მორიგე ექიმია, რომელიც დაუღალავად ემსახურება გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებს. იცნობდეთ მას.
ქართველი ექიმები ყველაზე მაგრები არიან!
/სტილი დაცულია/
სიყვარულით,
სოფო სულხანიშვილი