ახალი ამბები

ლაგოდეხში 6 წლის ბავშვზე გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გაათავისუფლეს

სასამართლომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის ბავშვზე გაყვნილი ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის მამაკაცი გაათავისუფლა. ის არასრულწლოვნის პაპის ძმაა.

მას გამოძიება ძმის შვილიშვილის გაუპატიურებას ედავება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიები სახით პატიმრობა შეუფარდა.

იმის გამო, რომ 9 თვის ვადაში სასამართლომ განაჩენი ვერ გამოიტანა და პროცესი პანდემიის გამო გახანგრძლიდა, 58 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომები ახლა დისტანციურად მიმდინარეობს.

გარყვნილი ქმედებაში ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტეს ბავშვის ოჯახი. ისინი ამბობენ, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვანზე ნათესავის მიერ გაუპატიურების მცდელობა იკვეთება, ამიტომ ისინი ბრალდებულის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით ითხოვენ.