ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათი გადაეცემა

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა, რომელშიც ძირითადად პირველადი მოხმარების ნივთები შედის.

საქველმოქმედო აქციის ინიციატორი თბილისის დინამოსა და საქართველო ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია.  ალექსანდრე ამისულაშვილმა 25 ათასი ლარი გამოყო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის შეფასებით, ალექსანდრე ამისულაშვილი ქველმოქმედება მაღალი სოციალური პასუხსიმგებლობის მაგალითია.
19 წლის ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა თელავის „კახეთში“ 1998 წელს დაიწყო. ამისულაშვილი საფეხბურთო კლუბ “თელავის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.