ახალი ამბები

ქალაქ წნორში მცხოვრებმა მეწარმემ ხანდაზმულებს 500 კგ ფქვილი გადასცა

“წნორში მცხოვრებ მეწარმეს დავურეკე 500 კგ ფქვილის ყიდვა გვინდა მეთქი ხანდაზმულებისთვის. ტირილი წამსკდა ტელეფონი ისე გავუთიშე”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნანა ბაგალიშვილი. ბაგალიშვილი ამბობს, რომ მეწარმემ 500 კილოგრამი ფქვილი ხანდაზმული ადამიანებისთვის უფასოდ გადასცა.

” მეწარმე ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ მეთქი. მითხრა, გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო. ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე”, – ამბობს ნანა ბაგალიშვილი.

მისი შეფასებით, მეწარმის ეს ქველმოქმედება სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია.

“დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? ვერა, ჰოდა იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყავს”.