სიღნაღში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.
მერიაში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქ სიღნაღსა და წნორში 400 – ზე მეტი მოქალაქე შპს „არქიმედეს კლინიკის“ ექიმებმა გამოიკვლიეს.
უწყების ინფორმაციით, გამოკვლეულ მოქალაქეებს ტემპერატურით არ აღენიშნებათ და ამავე დროს კოროვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენილა.
,, პროცედურა ეტაპობრივად მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.